თბილისის დასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული

თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს , თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურში ტექნიკა და მუშახელია მობილიზებული.

"სამსახურში სისტემატურად ეცნობიან ამინდის პროგნოზს და უკვე რამდენიმე დღეა, თანამშრომლები მორიგეობენ. გვაქს 3 ათასი ტონა მარილი, ზუსტად ამდენივეს ველოდებით რამდენიმე დღეში", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თოვლის მოსვლის გამო თბილისელებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

თბილისში თოვას ამაღამ ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა ხვალაც გაგრძელდება.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება