აკაკი ჩხენკელი - ახლად წარდგენილი გუბერნატორები თავის რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლას დღეიდან დაიწყებენ

ახლად წარდგენილი გუბერნატორები თავის რეგიონებში გასვლას და არსებული ვითარების შესწავლას დღეიდან დაიწყებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აკაკი ჩხენკელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ გუბერნატორები ანგარიშს მოამზადებენ და მას პრემიერ-მინისტრს გააცნობენ.

"პირველი რიგის ამოცანაა, რეგიონებში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა. გუბერნატორები თავიანთ რეგიონებში ჩავლენ. გაეცნობიან ვითარებას, რის შემდეგაც პრემიერისთვის გაკეთდება ანალიზი იმ პრობლემატიკის, რასაც ადგილზე ნახავენ და დაისახება მათი გადაჭრის გეგმა", - განაცხადა ჩხენკელმა, რომლის ვარაუდითაც, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ჩხენკელის პოზიციას, რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ მის გასაცნობად დრო სჭირდება.

"ამ დოკუმენტის შესწავლას დრო სჭირდება. გავეცნობი იმ პრობლემატიკას, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და მერე გავცემ შესაბამის კითხვას პასუხს", - აღნიშნა ჩხენკელმა.

რაც შეეხება იმას, როგორ ხედავს ის თვითმმართველობის ფორმირების საკითხს, მისი თქმით, პოლიტიკას ის არ განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებას იღებენ სხვა რგოლები.

"მე ვარ რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემი კომპეტენცია არის გუბერნატორებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. მე პოლიტიკას ვერ განვსაზღვრავ. ამ გადაწყვეტილებას სხვა რგოლები ღებულობენ. თვითმმართველობის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს. რა გზებით უნდა მოხდეს ეს და რა ეტაპების გავლას საჭიროებს თვითმმართველობის ეტაპები, ამ კითხვაზე ჩემგან პასუხი დროს მოითხოვს. დრო მჭირდება, რომ დოკუმენტს დეტალურად გავეცნო", - აღნიშნა მან.

ამასთან, ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით. შსს-ში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვიყავი. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საშუალება ჰქონდა ჩვენი მუშაობისთვის თვალი ედევნებინა, მიიღო აღნიშნულ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება", - დასძინა ჩხენკელმა.

რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა ირაკლი მელაშვილი მის მოადგილედ, ჩხენკელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხს ახლა ვერ გასცემს.

"ვერ გეტყვით", - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას