"მამია სანადირაძე - შპს ნელგადოს წინააღმდეგ" წინასასამართლო სხდომა 26 დეკემბერს გაგრძელდება

სამოქალაქო საქმის "მამია სანადირაძე - შპს ნელგადოს წინააღმდეგ" წინასასამართლო სხდომა 26 დეკემბერს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე კი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაპირისპირებული მხარეების შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებები მიიღო. მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელე სანადირაძის შუამდგომლობები საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

სანადირაძის ადვოკატის, ციცინო დევრისაშვილის განცხადებით, მან მოითხოვა საქმეზე დაერთოთ იძულებითი გარიგების დამამტკიცებელი საბუთები, რომელიც ასახავს, რომ "კაუკაზუს ონლაინი" მამია სანადირაძეს იძულებით გადააფორმებინეს.

"მასალები, რომლის დართვაც მოვითხოვეთ და მოსამართლემ დააკმაყოფილა, წარმოადგენს საუბრის ჩანაწერს, მასში ასახულია მოწინააღმდეგე მხარისა და მამია სანადირაძეს შორის საუბარი, სადაც მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ისმის მუქარა. ასევე სასამართლოში წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა ამ ჩანაწერების გაშიფვრის თაობაზე. წარმოდგენილი იყო ის საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც, მამია სანადირაძეს ჩაერიცხა თანხა. აღნიშნული დოკუმენტი გვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ხელშეკრულება "კავკაზუს ონლაინის" გადაფორმებასთან დაკავშირებით, დაიდო საქართველოში. სასამართლომ ყველა მტკიცებულება მიიღო", - აცხადებს ადვიკატი. მისი თქმით, ჩანაწერებში, რომელიც მტკიცებულებად არის წარდგენილი სასამართლოში კომპანია "ნელგადოს" წარმომადგენელი ყარამანიშვილი ამბობს, რომ "კავკაზუს ონლაინი" 160 მილიონი ღირებულების კომპანიაა.

ადვოკატის თქმით, მამია სანადირაძეს მოწინააღმდეგე მხარემ მხოლოდ 13 მილიონი ჩაურიცხა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია სანადირაძეს მიზერულ ფასში დაათმობინეს. ადვოკატის თქმით, "ნელგადოს" დირექტორი და დამფუძნებელი ყარამანიშვილი და ხვიჩა მაქაცარია არიან და იმის მტკიცება, რომ ნელგადო უცხოური კომპანიაა, ყოვლად უსაფუძვლოა.

"ონლაინის იძულებით გადაფორმებაში, ყარამანიშვილს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის და ჩვენს მიერ სასამართლოში წარდგენილ ჩანაწერებში, პირდაპირ არის მითითებული, თუ რა გეგმები ჰქონდათ ამ იძულებითი ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ამ იძულებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული", - განაცხადა ადვოკატმა ციცინო დევრისაშვილმა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, კომპანია "ნელგადოს" წარმომადგენელი არკადი პარონიანი ითხოვს საქმის განსჯადობის საკითხი სადაო გახდეს და საქმე ლონდონის სასამართლომ განიხილოს.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ნელგადო" უცხოური კომპანიაა, რომელსაც შეხება არ აქვს დანაშაულთან, რომელსაც მოსარჩელე მხარე წარმოადგენს.

არკადი პარონიანმა აღნიშნა, რომ მამია სანადირაძე კომპანიის გადაფორმებაში ადანაშაულებს მთავრობის ყოფილ წევრებს, თუმცა "ნელგადო" მისი მხრიდან საერთოდ ნახსენები არ ჰოფილა.

კომენტარი გააკეთა მამია სანადირაძემაც. ბიზნესმენი, რომელიც "კავკაზუს ონლაინის" ყოფილი მფლობელია აცხადებს, რომ კომპანია მას იძულებით, ორი მოტივიდან გამომდინარე დაათმობინეს. მამია სანადირაძის განცხადებით ერთი - ეს იყო პოლიტიკური მოტივი, ხოლო მეორე მიზანი იყო ფინანსური სარგებლის მიღება.

სანადირაძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "კავკაზუს ონლაინისგან" მოითხოვეს ფარული მიყურადება ინტერნეტის მეშვეობით, რაზეც კომპანიამ უარი თქვა და ამის შემდეგ დაიწყო მასზე ანგარიშსწორება.

სანადირაძის თქმით, ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიუგზავა მიყურადების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, რათა განეხორციელებინა ფარული მიყურადება პირებზე, ვისაც მოითხოვდა. კომპანიამ კი ამაზე უარი თქვა, რის შემდეგ მას "კავკაზუს ონლაინი" იძულებით დაათმობინეს.

მამია სანადირაძის თქმით, გარდა საქალაქო სასამართლოში შეტანილი სამოქალაქო სარჩელისა, იგი სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც მოითხოვს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდნენ. სანადირაძის განცხადებით, პროკურატურას მან უკვე მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება