ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან აქტივების შეძენა 2012 წლის მაისში დაიწყო და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაასრულა.
კეზერაშვილთან ბიზნეს-კავშირების თემაზე იაკობაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკასთან" ისაუბრა.
"როდესაც საუბარი იყო რიყეზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, დავთანხმდი. ეს უფრო სოციალური ნაბიჯი იყო ჩემთვის. 2008 წელს, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მივიღეთ გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების თაობაზე და პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლეს. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი კეზერაშვილი. ნორმალური, წარმომადგენლობითი ადამიანი, მაშინ ხელისუფლებაში აღარ იყო. მან შემომთავაზა ის ბიზნესი, რომელიც მაინტერესებს. პირობა იყო საკმაოდ მცირე ინვესტიციის ჩადება აქტივების შემდგომი გამოსყიდვით. მას ბიზნესიდან გასვლის სურვილი ჰქონდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩავერთვებოდით. მან ყველა პირობა შეასრულა. აქტივების გადაცემა 2012 წლის მაისში დაიწყო და ეს პროცესი უკვე მთლიანობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა. ჩემი ბიოგრაფია საკმაოდ სუფთაა, არსად ნორმალურ ბიზნესში არ მიმიღებდნენ, თუ რაიმე კავშირი იარაღის ვაჭრობასთან ან ნარკოტიკებთან მექნებოდა. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თამაშებია. კეზერაშვილი პატიმრობაშია და მას არ შეუძლია ბრალდებებს უპასუხოს. ვფიქრობ ყველაფერი გაირკვევა", - განუცხადა "ქრონისკას" ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა.
იაკობაშვილმა საკუთარ ბიზნეს აქტივებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციების ჩადებას აპირებს. ამ თემაზე ის გასული წლის დეკემბერში ტბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"