დაზოგეთ დრო, ფული და ენერგია და მიიღეთ სამედიცინო კონსულტაცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, შორ მანძილზე, მაღალი ტექნოლოგიების სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა ნიკოლოზ ფრუიძემ დააარსა ტელემედიცინის კლინიკა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. პაციენტი ვიზიტზე მიდის თავისსავე რეგიონში განთავსებულ ფილიალში და მისთვის განკუთვნილ დროს, სპეციალურად შექმნილი ვიდეო პროგრამის საშუალებით ესაუბრება ექიმს, რომელიც უწევს გეგმიურ ამბულატორულ (საკონსულტაციო) მომსახურებას თბილისის ოფისიდან და ასევე პარტნიორი კლინიკებიდან.
მომსახურების ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე იგივე სახის კონსულტაცია თბილისის ნებისმიერ კლინიკაში. კოსულტაციებს გაწევენ ქართველი საუკეთესო ექიმები.
ამ ეტაპისთვის ტელემედიცინის ცენტრის ფილიალები განთავსებულია შემდეგ რაიონებში: ყვარელი, ბოლნისი, სენაკი, ლანჩხუთი, ხელვაჩაური და სოფელი დიდი ჯიხაიში. თუმცა ეს სია თანმიმდევრობით გაიზრდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
ტელემედიცინის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 10 თებერვალს და ამ ეტაპისთვის კონსულტაცია გაიარა და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა
200-ზე მეტ პაციენტს.
ტელემედიცინის ცენტრის პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებები:
1. პროფ. დავით გაგუას კლინიკა
2. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი -პროფ. ელენე გიორგაძის და პროფ. ვასილ ჩაჩიბაიას ხელმძღვანელობით
3. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ჰოსპიტალი პროფ. გურამ ქარაზანაშვილი
4. ნ. ბოხუას სახ. სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი - პროფ. კოტე ყიფიანი
5. ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა
6. გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა - პროფ. თამაზ შაბურიშვილი
7. კლინიკა მედულა - ონკოლოგია - პროფ დავით თაბაგარი
8. სექსოლოგიის კლინიკა ლიგა - პროფ. არჩილ ბაქრაძე
9. ნევროლოგი - პროფ. სანდრო ცისკარიძე
10. ქირურგია- პროფ. ნიკოლოზ ფრუიძე
11. ტრავმატოლოგია-ორთოპედია - პროფ. მიხეილ ზიმლიცკი
12. ალერგოლოგია - იმუნოლოგია - მედიცინის დოქტორი შორენა შონია
13. კანისა და ვენ სნეულებები - მედიცინის დოქტორი გაიოზ ფაღავა
14. ნეირორეაბილიტაცია - მედიცინის დოქტორი თემურ მარღანია
15. ფსიქიატრია - მედიცინის დოქტორი ნანა ზავრადაშვილი
16. ფსიქოლოგი - რევაზ ჯორბენაძე
17. ბავშვთა ფსიქოლოგი - ნატა მეფარიშვილი
მოთხოვნის მიხედვით შესაძლებელია სხვა ნებისმიერი სპეციალისტის მოწვევა.
სულ მალე ამოქმედდება ტელემედიცინის კლინიკის ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება სპეციალური კალენდარი და თავად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ დროს ექიმების განრიგის მიხედვით, ამ ეტაპზე კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"