რუსეთი სავიზო რეჟიმს აწესებს ყირიმსა და სევასტოპოლში გამგზავრების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. liga.net-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ყირიმსა და სევასტოპოლში გამგზავრებამდე რუსეთის ვიზისთვის რუსეთის დიპლომატიურ უწყებებს უნდა მიმართონ.
"რუსეთის ფედერაციისთვის ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის მიერთებასთან დაკავშირებით, უცხოეთის მოქალაქეებმა ყირიმის ტერიტორიაზე შესვლისთვის რუსეთის ვიზა უნდა აიღონ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სიმფეროპოლში უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"