ნიკა მელიამ მარშალ გელოვანის და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდის მშენებლობაზე ისაუბრა

თბილისის მერობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ნიკა მელიამ მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის შეჩერებული.

მელიას თქმით, წლების განმავლობაში, აღნიშნული პროექტის მომზადებაზე თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ესპანური კომპანია "პედელტა" მუშაობდა, რომელმაც მოამზადა ანგარიში პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე.

"ანგარიშში არ იყო საუბარი მხოლოდ ხიდის მშენებლობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან ამ მომენტისთვის აღნიშნული ტერიტორია ერთადერთი მონაკვეთია მდინარე მტკვარზე, სადაც დიღმისა და ვახუშტის ხიდებს შორის დაშორება აღემატება 3.6 კილომეტრს, რაც ქალაქის ერთი სანაპიროდან მეორეზე გადაადგილების მიზნით, ზედმეტ დატვირთვას იწვევს წერეთლის, ქუთაისისა და ბაქრაძის ქუჩებზე და ასევე მარშალ გელოვანის გამზირზე.

პროექტის განხორციელებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობასთან ერთად, მთლიანად შეიცვლებოდა მოძრაობის სქემა, გაუქმდებოდა შუქნიშანი და მოძრაობა განხორციელდებო ორ დონეზე უწყვეტად" ,- აცხადებს მელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა