53-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი აღდგა

53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" 53-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ შორენა გამყრელიძემ განუცხადა , გაფიცულმა პედაგოგებმა მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ სასწავლო პროცესი აღდგენილიყო. დღეიდან უფლებამოსილების შესრულებას დაიწყებს 53-ე სკოლის დირექტორი ეკა გახარია. ეკა გახარია მოსწავლეებს, გაკვეთილებზე დასწრებისაკენ მოუწოდებს.

"რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, ეს არის ის, რომ როგორც გავიგე, მოსწავლეებს აქვთ უხერხულობის განცდა, კარგად რომ არ დამხვდნენ. ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, ყველა მედიასაშუალებით, რომ შემოვიდნენ, გააგრძელონ სასწავლო პროცესი, რომ მათ არ შეექმნათ პრობლემები. მე მათ დასახმარებლად ვარ მოსული და არა პირიქით", - განაცხადა ეკა გახარიამ.

მას დღეს სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა ექნება.

53-ე სკოლის მასწავლებლების და მოსწვალეების საპროტესტო აქციები დასრულებულია. რამდენიმე დღის განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სკოლის ეზოში საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად