წელს ახალშობილების ყველაზე გავრცელებული სახელები მარიამი და ნიკოლოზია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს , მონაცემთა ერთიან ბაზის მიხედვით, 2014 პირველი სამი თვის სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების და გოგონების პოპულარული სახელების ოცეული გამოვლინდა.
კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინაწე წელს ახალშობილი გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამია, ხოლო ვაჟების – ნიკოლოზი.
2014 წელს ახალბედა მშობლებმა ახალშობილ გოგონებს შემდეგი სახელები შეუჩიეს: მარიამი–676, ბარბარე–505, ნინო–480, ელენე–474, ანასტასია–453, ანა–317, ლიზა–252, ნია–197, ნატალია–133, სალომე–114, თამარი–114, თეკლა–110, ნუცა–97, ანამარია–91, სესილი–72, ლილე–69, ქეთევანი–69, ქეთი–47, სოფიო–45, ეკატერინე–42 და სხვა.
2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი–535, გიორგი–514, ანდრია–435, დავითი–351, გაბრიელი–348, ალექსანდრე–252, დემეტრე–196 სანდრო–195, დაჩი–96, ლაზარე–85, ილია–84, იოანე –73, ირაკლი–67, ნიკა–59, ცოტნე–58, თორნიკე–57, ლევანი–50, ნოდარი–38. თემური–36, ზურაბი–34 და სხვა.
აღსანიშნავია, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 2014 წელს აღრიცხული იშვიათი სახელებიც, როგორიცაა: ასლი, გიგანტი, ისრაილ, სიმზარ, ფაშა, შეიხ, მამული, მინა, რზა და სხვა.
რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია, მას მოსდევს: დავითი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, ირაკლი, ზურაბი, ლუკა, ლევანი, ლაშა, გოჩა და სხვა.
ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს; ასევე გავრცელებული სახელებია: მარიამი, თამარი, მაია, ანა, ნანა, ნათია, მანანა, ქეთევან, ნათელა და სხვა.
საინტერესოა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში აღრიცხული იშვიათი სახელები: ასკილი, დუელი, კევა, მღელვარე, პრინცესა, ტანაჯულ, ტანგილიტა, ფაფა, ჩიტი, ჯაჯო, ჯახირი, ელეფტერია და სხვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"