ცესკოს კონტაქტ-ცენტრი ამოქმედდა

ცესკოს კონტაქტ-ცენტრი ამოქმედდა

ცესკოს კონტაქტ-ცენტრი განახლებული სერვისებით ამოქმედდა. როგორც ჟურნალისტებს დღეს ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა , ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესებით დაინტერესებული ყველა მხარის დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ავტომატური ხმოვანი მომსახურებით, ისე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ონლაინ-ოპერატორისა და ონლაინ-ჩატის სერვისების (www.cesko.ge) გამოყენებაც. ინფორმაციის მიღება ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზეა შესაძლებელი.

კონტაქტ-ცენტრში საარჩევნო საკითხებზე მოქალაქეებს 42 ოპერატორი აწვდის ინფორმაციას, აქედან 31 ქალბატონია და 12 - მამაკაცი; მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოსაუბრე ოპერატორები.

31 ოპერატორი სტაჟირების კონკურსის საფუძველზე შეირჩა, დანარჩენები კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომისიის კონტაქტ-ცენტრში მუშაობის გამოცდილების საფუძველზე. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ოპერატორებს, ეტაპობრივად სხვადასხვა სახის ტრენინგებიც ჩაუტარდათ. მათ სწავლება გაიარეს როგორც ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების კუთხით, ისე საარჩევნო პროცედურების და ღონისძიებების, კენჭისყრის დღის და არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე.

ცესკოს კონტაქტ-ცენტრი დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე მუშაობს, უშუალოდ კენჭისყრის დღეს კი, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე