საბაჟო გამშვები პუნქტის, "ვალეს" ტერიტორიაზე, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები: CETACODEINE - 52 აბი , PHENAZEPAM - 9 აბი, LEXOTAN - 5 აბი აღმოაჩინეს.
მათი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული მედიკამენტები თურქეთიდან შემომავალი რუსეთის მოქალაქის, მ.ა-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას გამოავლინეს.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანის კიდე ერთი ფაქტი ს.გ.პ. წითელი ხიდის" ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მედიკამენტი MABRON RETARD 100 მგ 20 აბიაზერბაიჯანის მოქალაქეს შ. ს-ს აღმოაჩნდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევის მასალები შესაბამისად შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.