ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ, გიდეონ საარის განცხადებით, "ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს ყოველთვის ეამაყებათ ქართული ფესვები".
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ საცხოვრებლად საქართველოდან. ამ მომენტისთვის დაახლოებით 100 000 ქართველი ებრაელი ცხოვრობს ისრაელში და მინდა გითხრათ, რომ ისინი ყველა სფეროში საკმაოდ წარმატებულები არიან. დღეს გვყავს ქნესეთში ორი დეპუტატი, რომელთა ოჯახებიც ასევე საქართველოდან არიან წამოსული. საქართველოდან ჩასული ებრაელები წარმოადგენენ ხიდს ორ ქვეყნას შორის მეგობრობაში. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ქართველ ებრაელებს, რომლებიც ახლა ისრაელში არიან, ყოველთვის ეამაყებათ ქართული ფესვები. მათ საქართველოსთან კარგი მოგონებები აკავშირებთ. ასეთ სიამაყეს ნამდვილად ვერ დავაბრალებ სხვა ჯგუფებსაც, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, რომ ისრაელის მოსახლეობა დღესდღეობით შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ისრაელში ჩამოსვლა და ძალიან მიხარია, რომ ისრაელის მოსახლეობის ზრდაში გარკვეული წვლილი მიუძღვით ქართველ ებრალებსაც", - განაცხადა გიდეონ საარმა.
მისივე თქმით, დიდი რაოდენობა ისრაელის მოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ან თუნდაც მხოლოდ ტურისტულად ჩამოდის, ქართველი ებრაელები არიან.