"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად თბილისს მსახიობი მურატ ილდირიმი ეწვევა

28 აპრილს თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი ეწვევა. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს". ის აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოში მისი ვიზიტის მიზანიც სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარების დახმარებაა.

მსახიობი 12:30 საათზე , "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს, 16:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს. მურად ილდირიმი თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის