გურამ გირგვლიანი - ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი განაჩენს ელოდებიან

სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენს ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი ელოდებიან, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მისულმა სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ამ საქმეზე არსებულ შეკითხვებს პასუხები გაეცემა.

"ამდენი წელი ველოდებოდი ამას, იმიტომ, რომ ვიცოდი, როდესაც ხელისუფლება შეიცვლებოდა, მოხდებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. პასუხი უნდა გაეცეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. თვითონ სახელმწიფომ უნდა უპასუხოს იმ დარჩენილ კითხვებს, რომელიც არსებობდა. ამას ელოდება საზოგადოება და ალბათ, პირველ რიგში ჩემი ცხონებული მეუღლე და შვილი სანდრო. ეს მათი ბრძოლა იყო და იმედი მაქვს იქ მაინც გაიხარებენ", - აღნიშნა გურამ გირგვლიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უნდა გაიმართოს. როგორც პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან. ამასთან, უნდა მოხდეს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება