თბილისის იუსტიციის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის უკანა ფლიგელში მდებარეობს - მტკვრის სანაპიროს გასწვრივ.
პირველ წყვილს, ნიკა ჩიტაშვილსა და ასმათ ნასყიდაშვილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა და ქორწინების სახლი მათთან ერთად გახსნა. ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის შემდეგ მინისტრმა ახლად დაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცა.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და წყვილმა, რომელმაც ქორწინების ახალ სახლში მოაწერა ხელი, ახალი დიზაინის ქორწინების მოწმობა მიიღო.
როგორც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა, არსებობდა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების მოწმობა იყო უსახური, რის გამოც მან ეს გაითვალისწინა და ქორწინების მოწმობის დიზაინის შეცვლაზე გადაწყვეტილება მიიღო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"