სანზონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ზაზა კოლელიშვილი მზად არის, ხმა მისცესგადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეთანხმება, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ეტყვის, რომ ეს ქალაქს სჭირდება.
ამის შესახებ კოლელიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. ინგა გრიგოლია დაინტერესდა, რა უნდა აკეთოს კოლელიშვილმა საკრებულოში.
"საქმე! რაც ხალხის ტკვილია და ჩემი ტკივილიცაა მათ შორის! დღევანდელი საკრებულო უფლებამოსილია უშუალოდ ხალხთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც არის დაგროვილი წინა ხელისუფლებიდან თუნდაც და რაც ჩვენს ხალხს ტკივა", - აღნიშნა კოლელიშვილმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დაურეკოს და უთხრას, რომ ეს სჭირდება გუნდს და ამიტომ უნდა მისცეს ხმა გადაწყვეტილებას, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს, კოლელიშვილმა დადებითად უპასუხა. "კი, თუ ეს ქალაქს სჭირდება", - დასძინა კოლელიშვილმა.