სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე აშშ-ს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარების მხარდამჭერმა წამყვანმა ორგანიზაცია CNFA-მა დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" CNFA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობიდან აცნობეს, დავით კირვალიძე ვაშინგტონში, CNFA-ს სათაო ოფისში, დირექტორთა საბჭომ 6 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ერთხმად, აირჩია. დავით კირვალიძე საბჭოს პირველი საერთაშორისო წევრია.
CNFA ამჟამად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს მსოფლიოს 27 ქვეყანაში - აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და კავკასიაში ახორციელებს. დირექტორთა საბჭო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება.
CNFA-ს დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია ჯონ კოსტელო. CNFA-ს დირექტორთა საბჭოში ასევე შედიან: აშშ სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტის ყოფილი მდივნები და მინისტრები - ჯონ ბლოკი და მაიკ ესპი; ყოფილი კონგრესმენი ჯონ კავანო და ასევე აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის რამოდენიმე ლიდერი.
CNFA -ს დირექტორთა საბჭოს წევრები ამავე დროს მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"