სოფელ ზერტში ძლიერმა სეტყვამ ხილი და ბოსტნეული კულტურები გაანადგურა

გორის რაიონის სოფელ ზერტში ძლიერმა სეტყვამ ხილი და ბოსტნეული კულტურები გაანადგურა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. ვაშლისა და ატმის ბაღები, ვენახები და ბოსტნეულის ნარგავები სტიქიის შედეგად, მთლიანად განადგურდა. ზერტელების თქმით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მოსავლის მოსაყვანად, ადგილობრივების უმრავლესობას კრედიტი აქვს აღებული. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ინტენსიური სეტყვა. სტიქიამ მოსავლის 100% გაანადგურა. აბსოლუტურად არაფერი გადარჩა, არც ხილი, არც ვაზი და ბოსტნეული. მოსახლეობის უმრავლესობას კრედიტი აქვს გამოტანილი, რომ ბაღები დაემუშავებინათ და მოსავალი მოეყვანათ. თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება, ადგილობრივი მცხოვრებლები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ფაქტობრივად, შიმშილი ელის ხალხს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზერტის მცხოვრებმა ზურაბ აკოფაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა