ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა უარი თქვა სამეფო ტახტზე. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა.
მარიანო რახოის განმარტებით, მეფე ხუანმა გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო. მისივე თქმით, ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენმე ოპერაცია გადაიტანა.
"ბიბისი"-ს ცნობით, სამეფო ტახტს ხუან კარლოსის ვაჟი, 45 წლის პრინცი ფილიპი დაიკავეს.
76 წლის მეფე ხუან კარლოსი ესპანეთს 1975 წლიდან, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ მართავდა.
ამასთან, ბოლო წლებში ესპანეთში მეფე ხუან კარლოსისადმი ნდობა შესამჩნევად შეირყა. მისი რეპუტაცია საგრძნობლად დაეცა კორუფციული სკანდალის შემდეგ, რომელშიც ხუან კარლოსის ქალიშვილი და მისი ქმარი აღმოჩნდნენ. ესპანელებმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მეფე ბოტსვანაში სპილოებზე სანადიროდ იყო წასული იმ დროს, როცა ესპანეთში მწვავე ფინანსური კრიზისი იყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"