სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე საკირულამ მურმან ლომსაძის ეზოს ნაწილი წაიღო, რა დროსაც წყალმა ისიც იმსხვერპლა.

მდინარე საკირულამ ასევე დააზიანა ადგილობივთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზებიც. ძირითადად დაზარალდნენ დგვარის, საკირეს, დვირისა და ტაძრისის მცხოვრებლები. არსებობს საშიშროება, რომ წყალმა ამ სოფლების დამაკავშირებელი გზაც მოშალოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის, დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ტექნიკა უკვე მუშაობს, რომ სამი სოფელი ტაძრისი, საკირე და დგვარი მუნიციპალიტეტს არ მოწყდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში