ნინო ბურჯანაძე - ედუარდ შევარდნაძე ნამდვილად გახლდათ გამორჩეული პიროვნება, საინტერესო პოლიტიკოსი

"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ბატონი ედუარდი ნამდვილად გახლდათ გამორჩეული პიროვნება, საინტერესო პოლიტიკოსი, მე მას ვიცნობდი ბავშვობიდან, ჯერ კიდევ იქიდან, სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი. ჩემი პირველი ნაბიჯებიც პოლიტიკაში სწორედ მის პოლიტიკურ გუნდთან არის დაკავშირებული. ვთვლი, რომ მაშინ ეს ნამდვილად იყო ყველაზე პროგრესული ძალა, რომელმაც გამოიყვანა საქართველო კრიტიკული მდგომარეობიდან სამოქალაქო ომის შემდეგ.

ბატონი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ ადამიანი, რომელსაც შეეძლო მოსმენა. ეს ნამდვილად დიდი პლუსია პოლიტიკოსისათვის და ნებისმიერი ადამიანისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა დასრულდა მისი გადადგომით, მან ნამდვილად ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსულიყო და ფეხზე დამდგარიყო. მისი მმართველობის ბოლო პერიოდი, სამწუხაროდ, დაკავშირებული იყო ბევრ პრობლემასთან, რამაც "ვარდების რევოლუციამდე" მიგვიყვანა, რის შემდეგაც მოვიდა გუნდი, რომელსაც ნამდვილად კარგი იდეები ჰქონდა დასაწყისში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს გუნდი არ აღმოჩნდა მზად ძალაუფლების ხელში ასაღებად და მისი მოღვაწეობაც კრახით დასრულდა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ბატონი ედუარდის არაორდინალობას. ის იყო პიროვნება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ბერლინის კედლის დანგრევაში და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში. მე ვფიქრობ, რომ მან ნამდვილად ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა", - ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში