კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მოძრაობა "დაბრუნების" განცხადებას პასუხობს

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლ ევითი ცენტრი მოძრაობა "დაბრუნების" განცხადებას განცხადებით ეხმაურება.

"დაბრუნებამ" მთავარ პროკურატურას მოუწოდა შეისწავლოს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საქმიანობა და მოახდინოს სამართლებრივი შეფასება.

"მოძრაობა "დაბრუნება" მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობის დაკვალიფიცირება. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მოუწოდებს მოძრაობა "დაბრუნებას" და მის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ საჯაროდ წარმოადგინოს ყველა შესაბამისი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ორგანიზაციას ადანაშაულებს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

ასეთის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია მოითხოვს მოძრაობა "დაბრუნებისგან" იმავე მედია საშუალებებით ბათილად გამოაცხადოს საკუთარი განცხადება და ბოდიში მოიხადოს ცილისწამებისა და დისკრედიტაციისათვის.

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი წელს აღნიშნავს თავისი საქმიანობის 20 წლისთავს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული სამშვიდობო და უფლებადაცვითი საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ღირსების შემლახავი, საქმიანობის შემაბრკოლებელი, შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას კანონით დადგენილი ყველა შესაძლო საშუალებით", - აღნიშნულია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადებაში.

ცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე, ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა განისაზღვრება გამგეობის თავმჯდომარით (ნინო ციხისთავი–ხუციშვილი) და აღმასრულებელი დირექტორით (მაია კაციტაძე).

"ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს მის მზაობას, ისე, როგორც გასული 20 წლის მანძილზე, დღესაც, და მომავალშიც, ყოველთვის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველოში აზრის, გამოხატვის თავისუფლების გამო არავინ გაბედოს რადიკალური ქმედება და მისი წახალისება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბატონი მამუკა არეშიძე, ისევე, როგორც მრავალი სხვა ექსპერტი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, გახლავთ სანდო, მაღალკვალიფიციური და ამიტომაც ანგარიშგასაწევი ექპერტი, რომელთან თანამშრომლობითაც ამაყობს ჩვენი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ორგანიზაციის ადმინისტრაციაში არანაირი თანამდებობა არ უკავია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა