ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა.

როგორც ჰოსპიტალში აღნიშნავენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უახლესი, მერვე თაობის ნეირონავიგაციით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ურთულესი ოპერაციების ჩატარება, როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე.

Modern Medical Solution-ის კომერციული დირექტორის, რომან ლომიძის განცხადებით, ამ ინოვაციური და თანამედროვე სისტემით შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და ასევე, შემცირდება ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც.

„ნეირონავიგაციის საშუალებით კეთდება თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია. ოპერაცია ფაქტობრივად, ერთი ჩხვლეტით, სისხლის დანაკარგისა და გართულებების გარეშე ტარდება. ამ დრომდე საკმაოდ რთული ოპერაცია ტარდებოდა, პაციენტს სჭირდებოდა მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, ე.წ. „სტერეოტაქსიულ ფრეიმთან“ ერთად, რაც ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო პაციენტისთვის და უკვე შემდეგ, ინტრაოპერაციული გართულებების რისკიც საკმაოდ მაღალი იყო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერვე თაობის ნეირონავიგაცია, მსოფლიოში არსებობული ბოლო მოდელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაინერგა.

ჩვენმა კომპანიამ შეძლო, ეს უნიკალური ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ასეთი ტექნოლოგია დღეისთვის თურქეთშიც კი არ არის. აღმოსავლეთ ევროპაშიც ამ დონის სისტემა ფაქტობრივად ჯერ არსად დგას. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი არის პირველი,სადაც ასეთი ულტრათანამედროვე ოპერაცია ტარდება.

გარდა ასეთი ტიპის ოპერაციებისა, ეს სისტემა უფრო რთული და კომპლექსური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, როგორც თავის ტვინზე, ისე - ხერხემალზე, რაც არათუ რეგიონში, ევროპაშიც კი სულ რამდენიმე კლინიკაში არის ამჟამად ხელმისაწვდომი.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ უმაღლესი დონის ნეიროქირურგია განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს“,-განაცხადა Modern Medical Solution-ის კომერციულმა დირექტორმა, რომან ლომიძემ.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებს ექნებათ საშუალება, ახალი და თანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც ისარგებლონ.

ამასთან, როგორც ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე აღნიშნავს, ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება.

„ნეირონავიგაციით მოხდება სწორი ტრაექტორიის განსაზღვრა ისე, რომ სხვა სტრუქტურა, თავის ტვინის სისხლძარღვი ან სხვა ფუნქციურად მნიშვნელოვანი უბანი არ დაზიანდეს. პაციენტი იღებს კომპიუტერულ ან მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ნავიგაციის სისტემის საშუალებით ხდება მისი შერწყმა და პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია, ინტრაოპერაციულად, ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრით, მილიმეტრის სიზუსტით მოხდება სიმსივნიდან ქსოვილის ამოკვეთა, რაც საშუალებას მოგვცემს დადგინდეს, რა ტიპის წარმონაქმნი აქვს პაციენტს.

რიგ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან არსებობს წარმონაქმნი, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შესაძლებელია, პაციენტი ქიმიოთერაპიით განიკურნოს.

ეს ნავიგაციის სისტემა გამორიცხავს იმას, რომ პაციენტს არასწორად დაესვას დიაგნოზი, რის შედეგადაც ონკოლოგების მიერ სწორად მოხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა“,- განაცხადა იაკობ ცერცვაძემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო