პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა

სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. უწმინდესი ყოფილი პრეზიდენტის გამო მართლმადიდიბელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი-ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთო მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

ილია მეორე აღნიშნავს იმ ცვლილებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის შინაგან სამყაროში მოხდა.

"მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რომელიც შედვარდნაძის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ, სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი-ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს სავანეთა მართალსათა დააწესოს იგი", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა