ხვალიდან მედიკამენტების ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება

ხვალიდან, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ 1-ელი სექტემბრიდან შედის, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი (ამპულებში), გლუკოზა, დიმედროლი, სუპრასტინი (ამპულებში), ანალგინი (ამპულებში), სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ერითრომიცინი (ამპულებში), ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან.

რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, იგი 3 000-ზე მეტ მედიკამენტს მოიცავს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ვიტამინებსა და მინერალებს, გარდა საინექციო ხსნარებისა, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ საშუალებებს.

პირველი სექტემბრიდან ასევე არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება. შესაბამისი ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში გასული წლის ზაფხულში შევიდა და სწორედ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.

იხილეთ ურეცეპტოდ და რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ნუსხა ლინკზე

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება