www.PirDaPir.ge წამოადგენს პირველ ფინანსურ P2P პლატფორმას საქართველოში, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ინვესტორებსა და სესხის აღების მსურველებს.
ეს არის ბანკების პირდაპირი ალტერნატივა მსესხებლებსა და მეანაბრეებისათვის.
PirDaPir.ge არის საქართველოში პირველი, პირდაპირი დაფინანსების PeerToPeer Lending-ის პრინციპზე აგებული პლატფორმა. ამ პლატფორმის მიზანია მომხმარებლებმა აიღონ დაბალპროცენტიანი სესხები, ხოლო გამსესხებლებმა მოახდინონ კაპიტალის მომგებიანად დაბანდება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარეშე, პირდაპირ მათი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან.
PirdaPir.ge-ის იდეა მოდის აშშ–ს წამყვანი ონლაინ პლატფორმის lendingclub.com-ის კონცეფციაზე დაყრდნობით.
PirdaPir.ge-ის პლატფორმაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც მსესხებელი და მიიღოს სესხი, ხოლო თუ სურს ინვესტირება, დარეგისტრირდეს როგორც ინვესტორი და განახორციელოს ნებისმიერი თანხის ინვესტიცია 50 ლარიდან ზევით.
Pirdapir.ge-ს პლატფორმა წარმოადგენს სს „პირდაპირი საინვესტიციო სისტემების“ საკუთრებას, რომელიც არის სს „მწვანე კაპიტალის“ ჯგუფის ნაწილი.
(R)