დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დავალება მისცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ანგარიში მოისმინა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა იმის გაცნობა, თუ რა მდგომარეობაა დედაქალაქში ტრანსპორტის კუთხით.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. თბილისის მეტროპოლიტენში მოძველებული სისტემაა, რომელიც აუცილებელ მოდერნიზაციას საჭიროებს, მათ შორის არის რადმენიმე სადგურში ესკალატროების გამოცვლა. არის უშულოდ მეტროსადგურების შეკეთება, რომელშიც ჩამოდის წყალი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოძველებულია ავტობუსების პარკი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, 2015 წლისთვის არის ვალდებულება, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის სტუმრებს ახალი ავტობუსების მოვესამხუროთ.

"ჩვენ ვაპირებთ შევისყიდოთ ავტობუსები. EBRD-თან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ მათი გრანტებით მოხდეს სატრანსპორტო სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური კვლევა-ანალიზი და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ის თუ როგორი ფორმით წავალთ ჩვენ, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფებს დავით ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

"ხაზგასასმელია ის, რომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ პირებს, მათ შორის ომის ვეტერანებს და ასე შემდეგ და ასეთი ფორმით სუბსიდირება გაგრძელდება. ინერგება თანამედროვე სისტემები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გადახდასთან დაკავშირებით ადმინისტრირება უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ავტობუსებს, სადაც დღემდე არსებობს დანაკარგი გადახდასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ავტობუსების ბოლო გაჩერებები მოწესრიგდება და იქ სველი წერტილები გაკეთდება იმისათვის, რომ მძღოლებს შეეძლოთ შესვენების პერიოდში სადილობა.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რათა ნაკლები პრობლება შეექმნას ავტობუსებს გადაადგილების დროს და არის სხვა საკითხები, რომლებზეც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან ბევრი დავალებები მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და 10 დღის განმავლობაში მათ უნდა წარმოადგინონ ხედვები შემდგომ განვითარებაზე", - აღნიშნა ნარმანიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო