გუშინ მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებული ნიკა კილაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. კილაძე და მისი მეგობარი გოგონა გუშინ მოტოციკლით სატვირთო ტრაილერს შეეჯახნენ. გოგონა გუშინ ადგილზე გარდაცვალა, კილაძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნიკა კილაძე ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელი იყო. ლანჩხუთის "გურიის" დირექტორი გოგი ფაცურია "ინტერპრესნიუსთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ავტოავარია გუშინ ღამით მოხდა.
ნიკა კილაძე "გურიას" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.