პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი საქართველოს დიდ ქალაქებში სოლო კონცერტებს გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ვალერიან შიუკაშვილმა განუცხადა, საკონცერტო ტურნე დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრიდან დაიწყება.
სოლო კონცერტზე ვალერიან შიუკაშვილი მუსორგსკის, შოპენის, ლისტის და დებიუსის ნაწარმოებებს შეასრულებს. ასევე, კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც მუსიკოსის მიერ შესრულებული კომპოზიციებია შესული.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება მიეცემა კომპაქტდისკები ვალერიან შიუკაშვილის ავტოგრაფით შეიძინონ.
ვალერიან შიუკაშვილი დასკვნით კონცერტს თბილისში, 17 ნოემბერს გამართავს.