საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფენების ციკლის "50 ქალი საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხვალ, გამოფენების ციკლის "50 ქალი საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ციკლი ითვალისწინებს "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" მიერ შექმნილი ექსპოზიციის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარდგენას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ. ექსპოზიცია "50 ქალი საქართველოდან" ეძღვნება IX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს, რომლებმაც ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. გამოფენა 50 ფოტოსა და საარქივო, ბიოგრაფიულ მასალას აერთიანებს 50 გამოჩენილი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საშუალებით, საქართველოსთვის მოღვაწე ქალების ამსახველი ფოტოგამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014-2015 წლებში გაიმართება.

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამოფენა "50 ქალი საქართველოდან" უკვე გაიმართა ქალაქ ბრატისლავაში. მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გამოფენა სტოკჰოლმში გაიხსნება, სადაც ქალთა მოძრაობისა და ისტორიაში ქალთა როლის შესახებ პრეზენტაციას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შვედეთის რიკსდაგის ქალი დეპუტატები.

მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია გამოფენის გერმანიასა და ბელგიაში ორგანიზება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფენების ციკლის პრეზენტაციას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნინო ლეჟავა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში