სოფელ არეშფერანში კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – "კოსტაობა" გაიმართება. ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე მოეწყობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკის" ინიციატივით აღინიშნება.

"კოსტაობას" დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მწერლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის ქართული, ოსური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და სხვა.

"კოსტაობაზე" ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით. ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრი წარმოადგენს კოსტას მხატვრულ ბიოგრაფიას და ნაწყვეტებს პოემიდან "ფატიმა", გაიმართება ჭიდაობა და დოღი. მოეწყობა ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში