"თიბისი ბანკს" სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

"თიბისი ბანკს" სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. გიორგი თხელიძემ, ნიკოლოზ ქურდიანმა და დავით წიკლაურმა "თიბისი ბანკში" სხვადასხვა მიმართულებები ჩაიბარეს. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკოლოზ ქურდიანი - მიკროფინანსებს, დავით წიკლაური კი კორპორატიულ საბანკო მიმართულებას.

გიორგი თხელიძე "თიბისი ბანკს" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, Barclays საინვესტიციო ბანკიდან შეუერთდა, სადაც 2011 წლიდან ფინანსური ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებდა.

როგორც გიორგი თხელიძემ "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, რომ "თიბისი ბანკის" წარმატებული გუნდის წევრი გახდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში წარმატებული კარიერა მქონდა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ჩემი გადაწყვეტილება არ მხოლოდ კარიერას ეხება, არამედ ეს ოჯახური გადაწყვეტილებაც არის, ვინაიდან ლონდონიდან ჩემი ოჯახიც ბრუნდება", - აღნიშნა გიორგი თხელიძემ.

"თიბისი ბანკის" გუნდში შემოერთებამდე ნიკოლოზ ქურდიანს ყაზახეთის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა, დავით წიკლაური კი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Deutsche Bank-ის კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალ ვიცე-პრეზიდენტებს ბანკში არავინ ჩაუნაცვლებია. მისივე თქმით, არსებულ წარმატებულ გუნდს მაღალი კლასის პროფესიონალები შეემატნენ.

"თიბისი ბანკს" შემოემატა სამი ქართველი პროფესიონალი, რომლებიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მსოფლიოს წამყვან ბანკებში, სადაც რეგიონის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე მუშაობდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოვახერხეთ მათი საქართველოში დაბრუნება, კერძოდ, "თიბისი ბანკში" ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ მათი დაბრუნებით არა მარტო "თიბისი ბანკს" შემოემატა საკმაოდ სერიოზული პროფესიონალთა გუნდი, არამედ მთლიანად ქართულ ეკონომიკას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბანკი კვლავ გააგრძელებს უცხოეთში იმ ადამიანების მოძიებას, რომელთაც დამოუკიდებლად მიაღწიეს წარმატებას უცხოეთში, მიიღეს კარგი განათლება.

"ვფიქრობ, ქვეყნის მომავალი და მისი განვითარება სწორედ ასეთ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს