"ტექნო ბუმი" კიდევ ერთ მაღაზიას თელავში გახსნის

"ტექნო ბუმი" კიდევ ერთ მაღაზიას თელავქალაქობის დღესასწაულზე თელავში გახსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ტექნო ბუმიდან" აცნობეს , ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია "ტექნო ბუმი" ქსელს აფართოებს და კიდევ ერთ მაღაზიას თელავქალაქობის დღესასწაულზე ქალაქ თელავში გახსნის.

კომპანიის ინფორმაციით, ახლა უკვე თელავის მოსახლეობას აქვს შანსი, ისარგებლოს ყველა იმ უპირატესობით და უპრეცედენტო შეთავაზებით, რასაც "ტექნო ბუმი" მთელი საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.

"გარდა იმისა, რომ გახსნასთან დაკავშირებით, "ტექნო ბუმის" თელავის ცენტრში მისულებს საჩუქრები და სიურპრიზები დაგხვდებათ, მომხმარებლები მსოფლიო ბრენდების სხვადასხვა დასახელების ტექნიკას 24 თვიანი 0%-იანი განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე შეიძენენ. ასევე მიიღებენ ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში ტექნიკის მაღაზიათა სხვა ქსელში უფრო დაბალი ფასის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია სხვაობას დაგიბრუნებთ", _ აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, უკვე დღეიდან თელავის მოსახლეობაც ჩაერთვება "ტექნო ბუმის" გრანდიოზულ და უპრეცედენტო გათამაშებაში. გათამაშებაში დარჩა: ოთხი ოროთახიანი ბინა თბილისში, ოთხი ავტომობილი Mercedes Benz-ი, ასევე პლანშეტური კომპიუტერები, iPhone 5S, ჰიტაჩის ბრენდის ტელევიზორი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველა თელაველს, ვინც "ტექნო ბუმის" მაღაზიაში ტექნიკას შეიძენს, თითო ნივთზე თითო ბილეთი გადაეცემა. რიგით მეშვიდე გათამაშება, ხვალ, 8 ნოემბერს , 21:45 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გაიმართება.

"ტექნო ბუმის" ცენტრები თბილისის გარდა, მთელ საქართველოში: რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქსა და ახლა უკვე თელავში მოქმედებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის