"ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს ლიცენზიის მოდიფიცირების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეწყდა

შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს ლიცენზიის მოდიფიცირების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეწყდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიამ შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს განცხადების საფუძველზე შეაჩერა.

კომისიამ შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს დასაბუთებული მოთხოვნის გათვალისწინებით 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომპანიის კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული ("გასართობი") ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მიზნით. კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება მოითხოვა", _ აცხადებენ კომისიაში.

ამასთან, კომისიამ დააკმაყოფილა შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე კომისიაში ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება