თურქეთის ქალაქ სამსუნში აფხაზური კულტურის ცენტრი გაიხსნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ცენტრის გახსნაზე მიწვეული იყო დელეგაცია აფხაზეთიდან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რეპატრიაციის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები. კულტურული ცენტრის ხელმძღვანელად ჩეტინ აჟიბა დაინიშნა. ეს უკვე მე-18 მსგავსი ცენტრია თურქეთში.
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დელეგაციასთან არაოფიციალური შეხვედრებიც გამართეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"