ჰიპერმარკეტ "გორგიაში" 4000-მდე სახეობის პროდუქტზე საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰიპერმარკეტ "გორგიადან" აცნობეს, აქცია ჰიპერმარკეტ "გორგიაში" 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჰიპერმარკეტის მარკეტინგის დეპარტამენტის განცხადებით, აქციის ფარგლებში მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ძალიან დაბალ ფასში ყიდვა შეუძლია.
"ფასდაკლება 4000-ზე მეტ პროდუქტს ეხება, მათ შორის არის მეთლახი, კაფელი, სამშენებლო ქიმია, საღებავები, საახალწლო სათამაშოები, ავეჯი. ,"Çilek"-ს საბავშო ავეჯზე არის 30%-იანი ფასდაკლება. ასევე, ფასდაკლების ფარგლებში გვაქვს იტალიური პრემიუმ კლასის ჭურჭელი, რომელსაც სწორედ ამ აქციის ფარგლებში საკმაოდ დაბალ ფასში ვთავაზობთ მომხმარებელს. გვაქვს Baxi-ს იტალიური გათბობის ქვაბი 1450 ლარად, ფასდაკლების გარეშე მისი ღირებულება 1550 ლარს შეადგენდა, აქციის ფარგლებში კი მონტაჟის ღირებულებაც შედის", - აცხადებენ "გორგიაში".
მათივე ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი "გორგია", რომელიც წერეთლის გამზირზე 140 ნომერში მდებარეობს მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში 25 ათასამდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. მომხმარებლებს ჰიპერმარკეტში გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეუძლიათ.