„ჩემი კლინიკა“ – სახლიდან 10 წუთის სავალზე

ნუცუბიძის ქ. N 201-ში მცირე ზომის ამბულატორიული ცენტრი „ჩემი კლინიკა“ გაიხსნა. ნუცუბიძის ქუჩისა და ფერდობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა პირველადი ჯანდაცვის სერვისები, ყოველდღე, შაბათ–კვირის ჩათვლით, 9:00 სთ-დან21:00 საათამდე მიიღოს.

პაციენტები ნუცუბიძის მცირე ზომის ამბულატორიულ ცენტრში კვირის განმავლობაში ყველა პროფილის ექიმის მომსახურების მიღებას შეძლებენ – InterPressNews.Geდიაგნოსტიკური და ლაბორატორული კვლევები, გეგმიური აცრები, პირადი ექიმის, პედიატრის და მედდის მომსახურება, წამლებზე რეცეპტების გაცემა. ამბულატორია განახორციელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში შემავალი ყველა სახის სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას.

მცირე ზომის ამბულატორიული ცენტრი „ჩემი კლინიკა“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ გახსნა. პროექტის ფარგლებში 2015წელს, თბილისის 15 უბანში იგეგმება მსგავსი მცირე ზომის სამედიცინო ცენტრების გახსნა.

სახლთან ახლოს, ფეხით 10 წუთის სავალზე, „ჩემი კლინიკა“ დედაქალაქის მოსახლეობას გაუმარტივებს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში