"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დუშეთის რაიონის სოფლებს დენი უკვე მიეწოდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დუშეთის რაიონის სოფლებს – წითლიანს, ბიბლიანს და დაბა ფასანაურს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ამ სოფლებს გაუარესებული კლიმატური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე საათით შეეზღუდა დენის მიწოდება. რამდენიმე წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფელ გუდამაყარსაც, გუდაურსა და სტეფანწმინდას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური გადასულია საგანგებო სამუშაო რეჟიმზე. კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის და მძიმე კლიმატის გამო გადაადგილება გართულებული იყო, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა შეძლო სარემონტო სამუშაოების ოპერატიულად წარმოება.

დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა, აგრეთვე, ცაგერის, ლენტეხის, ონის და ამბროლაურის რაიონების მცირე ნაწილს; თუმცა ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადების მუშაობის შედეგად, გათიშული აბონენტების უმეტესი ნაწილის ენერგომომარაგება აღდგენილია. დენი ასევე შეზღუდვით მიეწოდება ნინოწმინდის რაიონის ნაწილს, სადაც დიდთოვლობას ერთვის ძლიერი ქარბუქი.

გართულებული კლიმატური პირობების მიუხედავად, რაც აფერხებს გადაადგილებას, სარემონტო სამუშაოების წარმოება გრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად აღუდგება გათიშულ აბონენტებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება