პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

პარიზში, სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რედაქციაზე თავდასხმას გმობს.

ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გაავრცელა. "ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე დღეს განხორციელდა. ეს იყო ბარბაროსული აქტი და აღმაშფოთებელი თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, პარიზში მომხდარი არ არის თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ ეს არის თავდასხმა პრესის თავისუფლებასა და თავისუფალ სიტყვაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალის რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. 2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება