სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-მ მოიზიდა კრედიტი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-მ მოიზიდა კრედიტი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“-ს ჯგუფის საიმედო პარტნიორისაგან - CITIBANK, N.A.-გან. მოზიდული სახსრები მიმართული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისაკენ. აღნიშნული გარიგების უზრუნველყოფას წარმოადგენს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს ძირითადი აქციონერის - ღია სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“-ს საბანკო გარანტია.

საქართველოს რეზიდენტი ბანკი - სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ (www.ibaz.ge) - ახორციელებს საბანკო საქმიანობას საქართველოში 2007 წლიდან. ბანკის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უმსხვილესი ბანკი - ღსს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ (www.ibar.az).

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში