9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა

9 აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის პერიოდში ბევრი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა. "მიუხედავად უდიდესი სარეთაშორისო აღიარებისა, მას ყოველთვის თავმდაბლობა, თავდაჭერილობა ახასიათებდა. ეს ხასიათის სიმტკიცე მის მიერ შექმნილი გმირების ხასიათს ლეიტმოტივად მიჰყვებოდა, თითქოს, ყველაზე მთავარი, რაც ბატონ ოთარს აქვს, არის ხალხის სიყვარული და დღევანდელი დღეც ამის დასტურია", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, წელს ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლის იუბილე აღინიშნება. "წელს, 83 წლის იუბილეზე ღირსეული პატივი მივაგეთ ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი შემოქმედება და მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რამდენიმე თვის წინ, როცა მისი სახელობის მემორიალური დაფა გავხსენით, დავდეთ სიტყვა, რომ მის იუბილეზე 9 აპრილის ბაღს ძეგლიც დაამშვენებდა და ამით პატივს მივაგებდით მის უკვდავ სახელს, რაც ჩვენი მხრიდან შესრულდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ძეგლის ავტორის, ლევან ვარდოსანიძის განცხადებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც აქანდეკებ მსოფლიო დონის მსახიობს. "მეფე ლირის ძეგლიც დავდგით ქართველებმა საქართველოში. ღამე მინდა ნახოს საზოგადოებამ ეს ქანდაკება, რადგან იქ არის ჩამონტაჟებული ნათურები, რომელიც პირველად გამოვიყენე და პატარა თეატრალურ სიტუაციას ქმნის", - აღნიშნა ვარდოსანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს