მიხეილ სააკაშვილი - თამაზ სუხიაშვილმა გუშინ ბოლო გამარჯვება მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თამაზ სუხიაშვილმა და სხვა ქართველებმა უკუაქციეს რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის დაღუპვას Facebook-ში საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მათმა მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა, ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს, მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითაც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული. ამ გმირობის ჩადენის დროს, დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტენანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა", - წერს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, მან არ იცოდა, თუ თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში იბრძოდა, მაგრამ სურს, ქედი მოიხაროს ნამდვილი ქართველი გმირის ხსოვნის წინაშე.

"მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება. დიდება გმირებს, დიდება მათ მშობელ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო