იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუდან" გამოასვენეს

იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუდან" გამოასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

იური ვაზაგაშვილის ცხედარს დღესვე, 20:00 საათზე სოფელ ყარაფილაში გადასვენებენ, სადაც ხვალ, 25 იანვარს საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა