არასამთავრობოები ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მათზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. 46-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან.

"2014 წლის 1 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციები "ქვეყნის იმიჯის შერყევაში" დაადანაშაულა და მათ საქმიანობას "ძირგამომთხრელი" უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.

2015 წლის 26 იანვარს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომატირებელი მასალის გამოქვეყნება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს 46 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, კერძოდ,

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

2. საფარი;

3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

5. იდენტობა;

6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

7. ადამიანის უფლებათა ცენტრი;

8. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;

9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

10. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

12. საქართველოს წამების მსხერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

13. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

15. ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი;

16. სტუდიამობილი - აქცენტი მოძრაობაზე;

17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

18. გენდერული სამართლიანობა

19. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

20. ადამიანის უფლებათა სახლი (HRH)

21. ლგბტ საქართველო;

22. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი "ერთობა"

23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;

24. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

25. ნაბიჯი-ხარაგაული;

26. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"

27. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

29. დუშეთის განვითარების ფონდი;

30. ბორჯღალი;

31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

32. დემოკრატიის ინსტიტუტი;

33. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში

34. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი

35. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია

36. ინდიგო;

37. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი

38. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი

39. უკეთესი მომავლისთვის;

40. დემოკრატ მესხთა კავშირი;

41. ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირი"

42. სტეფანწმინდა;

43. კავშირი "დემოსი";

44. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი

45. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი"

46. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი;

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა