რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი  სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდება

იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

"იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს ლარში გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია