ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა, წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური და ბუღალტრული ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

"სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს", - აცხადებენ სამინისტროში.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით - ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, დააკავეს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თამარ ფხოველიშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ თამარ ფხოველიშვილის დაკავებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, "ინტერპრესნიუსი" სამივე საგამოძიებო ორგანოს დაუკავშირდა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი" გარემოს დაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე თამარ ფხოველიშვილი არ მუშაობს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამარ ფხოველიშვილი სარფის საბაჟოზე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება