"ჰუალინგ ჯგუფმა" "თბილისის ზღვის პლაზაში" კომერციულ ფართებზე აქცია დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს, აქციის ფარგლებში, "თბილისის ზღვის პლაზასთან" ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დამქირავებელი იჯარაზე 50%-იან ფასდაკლებით ისარგებლებს - კვადრატული მეტრის ფასი 12 აშშ დოლარის ნაცვლად 6 აშშ დოლარი დაუჯდება.
"ჰუალინგ ჯგუფის" ინფორმაციით, "თბილისის ზღვის პლაზაში" სავაჭრო ფართები გარემონტებული და დასრულებულია, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები გამართული და მაღაზიების დიდი ნაწილი გაქირავებული. მათივე ინფორმაციით, პლაზა დღეისათვის ისეთი სახეობის პროდუქციით არის დატვირთული, როგორიცაა: ავეჯი, სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი, აქსესუარები, საბავშვო სათამაშოები, განათება, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანაქანის ნაწილები და სხვა. "ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზაში" ფუნქციონირებს ახალი ჩინური რესტორანი, ბაზისბანკის ფილიალი და ასე შემდეგ.
"თბილისის ზღვის პლაზა" 2014 წლის ივნისში "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" გაიხსნა. 2015 წელს, უკვე მოქმედ სავაჭრო კომპლექსს 110 000 კვ.მ. სავაჭრო ცენტრი დაემატება, რის შემდეგაც "ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა" კავკასიაში ყველაზე დიდი და სწრაფადმზარდი საბითუმო, საცალო ვაჭრობის და დისტრიბუციის ცენტრი გახდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"