დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ვაზისუბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს მე–4 საჯარო მედიცინის ცენტრში უფასო გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს.
ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, იმ ქალბატონების დახმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. "მინდა ყველა ქალბატონს გაზაფხულის შემობრძანება, ასევე დედის დღე და 8 მარტი მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო. ჯანმრთელობის გარანტია კი, ექიმთან დროული ვიზიტი და დროული დიაგნოსტიკაა", - განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი აბუსერიძემ მე–4 საჯარო მედიცინის ცენტრის დირექტორს, ვახტანგ ჭედიას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.