დავით ნარმანიამ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მერიის განცხადებით, დავით ნარმანიამ თავშესაფრის ხელმძღვანელთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე. სააგენტომ დღეს მსურველებს ლეკვებიც აჩუქა, თავშესაფრის მიმდებარედ კი ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.

თბილისის მერის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, საქმიანობას მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა.

"თავშესაფარში ცხოველთა სათანადოდ მოვლა-პატრონობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების ყველანაირი პირობა არსებობს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი დაფინანსებაა გათვალისწინებული. ბევრი რამ მოწესრიგდა და მომავალშიც გავაგრძელებთ. უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამსახურს დამატებითი ფუნქციებს მიანიჭებს", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის თქმით, თავშესაფარი მაქსიმალურად მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისივე თქმით, ცხოველების დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა, მოპყრობის წესები და მოვლა-პატრონობა ჰუმანური მეთოდებით ხდება.

როგორც თემურ ფხალაძემ აღნიშნა, ახლო მომავალში თავშესაფრის რეკონსტრუქცია და გაფართოვება იგეგმება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

"მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს მოსახლეობის საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან დაცვა, ასევე მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით ცხოველების უფლებების დაცვა, ძაღლების და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი ევალება", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია