თსუ-ში საზაფხულო სკოლა ”ლიდერის” პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლა "ლიდერი" გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტიდან აცნობეს , თსუ-ში საგაზაფხულო სკოლის "ლიდერის" გახსნას თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი იონას პასლაუსკასი, ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, ცნობილი ბიზნესმენები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "საგაზაფხულო სკოლა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლის მსმენელებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ წარმატებული ბიზნესმენების, ელჩების, საქართველოს აღმასრულებელი ხლისუფლების წარმომადგენლების საჯარო ლექციები მოისმინონ, დაუსვან კითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები."

საგაზაფხულო სკოლის მსმენელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიესალმა. "მიხარია, რომ თსუ-ში აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა. სტუდენტები არა მხოლოდ სასწავლებლად დადიან უნივერსიტეტში, არამედ ემზადებიან ლიდერობისთვის, რათა მომავალში გადაიბარონ ქვეყანა და გახადონ წარმატებული. თქვენი სახით უნივერსიტეტი გაზრდის იმ თაობას, რომელიც საკუთარ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში,"-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

პრეზენტაციაზე დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები მიესალმნენ სტუდენტებს და მომავალ შეხვედრებზე ისაუბრეს.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, თსუ დოქტორანტმა ვახტანგ ჭარაიამ პროექტის მიზნებზე ისაუბრა.

"პროექტი "ლიდერი" მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 30 საუკეთესო სტუდენტის შერჩევასა და მათთვის სემინარების ჩატარებას სამეწარმეო უნარების, პროფესიული ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის განვითარების მიზნით. სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და წარმატებული ბიზნესმენები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმღვანელი პირები", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამორჩეული სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან საკონფერენციო მივლინებით საზღვარგარეთ, ფასიანი პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით. ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის